დღეს, 6 მარტს 12 საათიდან 14 საათამდე ქვესადგურებში "კოჯორი" და "კიკეთი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), კიკეთის, ბეთანიის და დიდების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: წურწუმიას, მარტყოფის, ირბახის და გურჯაანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის და საბადურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.