დღეს, 6 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გიორგი ბართაშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან მოხსნის შესხებ სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ბართაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა.
,,გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ სამეურვეო საბჭომ მიიღო არის აბსოლუტურად უსამართლო. 28 დეკემბერს სამეურვეო საბჭომ ნდობა გამომიცხადა და ექვსწლიანი ხელშეკრულება გამიფორმა სწორედ იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისი იყო და თავს გავართმევდი კრიზის მართვას. ოთხ თებერვალს სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ჩემსა და ჩემი კოლეგების მიერ შემუშავებული რეორგანიზაციის გეგმა და ოთხ მარტს სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან გადამაყენა. სამწუხაროდ, ამ რეორგანიზაციის დროს ტელევიზია დატოვა 153 ადამიანმა და საუბარი როცა იყო ერთ კონკრეტულ ადამიანზე და ერთ კონკრეტულ საკადრო გადაადგილებაზე და არა სამსახურიდან გაშვებაზე მოხდა ის, რაც მოხდა_ სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან გადამაყენა", -განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა და აღნიშნა, რომ იგი სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
,,ხვალ, სასამართლოში შევიტან სარჩელს და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. მივმართავ ,,საია"_ს ამ საქმეში ადვოკატირება გამიწიოს, რომ ჩვენ დავამტკიცოთ სიმართლე", _განაცხადა ბართაშვილმა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ტელევიზიის ბედს რამდენიმე ადამიანი წყვეტდეს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა თანამდებობიდან ოფიციალურად გუშინ გადააყენა. როგორც ბარათაშვილი განმარტავს მისი თანმდებიბიდან გადაყენება მოულოდნელი იყო.