ქვესადგურებში "კოჯორი" და "კიკეთი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 6 მარტს 12 საათიდან 14 საათამდე დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), კიკეთის, ბეთანიის და დიდების მაცხოვრებლებს. 6 მარტს 10 საათიდან 16 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 6 მარტს 11 საათიდან 12 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს. აგრეთვე 12 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: წურწუმიას, მარტყოფის, ირბახის და გურჯაანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის და საბადურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.