თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია წინააღმდეგია, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილოს. ამის შესახებ ცნობილი დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გახდა.
სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ახალაიას ადვოკატების შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა რის შემდეგ სხდომათა დარბაზი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
,,ჩვენ შევქმენით ქართული ჯარი არაფრისგან. ამ ცხრა წლის განმავლობაში წელში გაიმართა, როგორც ქართველი ჯარისკაცი ისე ზოგადად ქართული ჯარის იმიჯი. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა თვალი მივადევნოთ თვალი ამ პროცესს', -განაცხადა ჟურნალისტებთან მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ხათუნა ოჩიაურმა, რომელიც სამართლო პროცესს ესწრებოდა
საქმის არსებითი განხილვა 18 მარტს 12:00 საათზე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ 5 პირს -მათ შორის გაგა მკურნალიძესა და ზურაბ შამათავას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, წამების ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ.