თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას წინასასამართლო სხდომა დღეს ორ საათზე განახლდება. ცნობილია, რომ პროცესზე დღეს ბრალდების მხარე მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილის საქმიდან გამოყოფას და ცალკე განხილვას მოითხოვს.
ბაჩანა ახალაიას ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ახალაიას და მასთან ერთად დაკავებულების საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამასთან 2 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ადვოკატებს პატიმრობის გირაოს 50 ათასი ლარით შეცვლაზე უარი უთხრა. დაცვის მხარე ამ მოთხოვნას არ იზიარებს.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ 5 პირს -მათ შორის გაგა მკურნალიძესა და ზურაბ შამათავას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, წამების ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ.