შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული იუზა ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, 1946 წელს დაბადებულ გენადი გუბელაძეს, დანის მრავალჯერ დარტყმით, სხეულზე მძიმე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იუზა ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.