კობი-გუდაურის გზის მონაკვეთი ამ წუთებში ჩაკეტილია. დიდთოვლობის გამო ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.
აკრძალულია მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
გზების დეპარტამენტის ტექნიკა ადგილზე უკვე მობილიზებულია, თუმცა ჯერჯერობით, დიდთოვლობის გამო, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.