დღეს, 3 მარტს, 11:00 საათზე, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დედის დღეს პირადად მიულოცავს 8-შვილიან თანამშრომელს შორენა თოფურიას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-დან აცნობეს, მინისტრის ბრძანებით, მრავალშვილიანი ქალბატონი პერსონალური კომპიუტერით დასაჩუქრდება. შორენა თოფურიას ერთ-ერთშვილს, რომელსაც უსახსრობის გამო უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური წელი ჰქონდა აღებული, სამინისტრო სრულად დაუფინანსებს სწავლას.
ბაღის საფასური აუნაზღაურდებათ მრავალშვილიანი ოჯახის მცირეწლოვან შვილებსაც, სრულწლოვან შვილებს კი საშუალებამ იეცემათ, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირება შსს-ში გაიარონ;
შორენა თოფურია საშტატო პოზიციიდან 2005 წელს გაათავისუფლეს. მას შეუჩერდა კაპიტნის წოდება და დღემდე ხელშეკრულების საფუძველზე, მინიმალური ანაზღაურებით, შსს აკადემიის თანამშრომელია. მინისტრის ბრძანებით, იგი შტატიანი თანამშრომელი გახდება და წარდგენილი იქნება პოლიციის წოდების მინიჭებაზე.
გარდა ამისა, მინისტრის სახელით დედის დღეს, სამინისტროს წარმომადგენლები მრავალშვილიან თანამშრომლებს რეგიონებშიც მიულოცავენ. ისინი საჩუქრებსა და ფულად პრემიებს მესტიაში მცხოვრებ 6 შვილის დედას ნანი გამყრელიძეს დაქობულეთის რ-ნის სოფ.ბუკნარში მცხოვრებ, ასევე 6 შვილის დედასაც გადასცემენ.
მესტიაში მცხოვრები 6 შვილის დედას,ნანი გამყრელიძის ორ სტუდენტ ქალიშვილს სწავლის საფასურს შსს სრულად აუნაზღაურებს, მრავალშვილიანი დედის 29 წლის ვაჟიკი, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით სტაჟირებას შსს-ში გაივლის; სამინისტროსგან საჩუქრად ნანი გამყრელიძეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცემა.
ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, დედის დღესთან დაკავშირებით დასაჩუქრდება ქობულეთის რ-ნის სოფ. ბუკნარში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა ნანული ასაბაძე. მას ოჯახის ორი ინვალიდი წევრის - ქმარ-შვილს სამკურნალოდ ბანკის სესხი აქვს აღებული. შს მინისტრის ბრძანებით, სამინისტრო დავალიანებას სრულად აუნაზღურებს და ასევე მედიკამენტების ხარჯებს დაუფარავს; ნანულია ბესაძის 21 წლის ვაჟი კი, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით შსს-ში სტაჟირებას გაივლის;
მინისტრის ბრძანებით, ოჯახი დასაჩუქრება პერსონალური კომპიუტერითაც.