ბაკურიანში სადგურის ქუჩას ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი დაერქმევა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც საკრებულოში განმარტავენ, უკვე ყოფილ სადგურის ქუჩაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი 13 თებერვალს, ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, წინაშესარჩევი გარბენის დროს დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოში გამთენიისას გადმოასვენეს.
თვითმფრინავი, რომლითაც სპორტსმენის ცხედარი მიუნხენიდან სამშობლოში ჩამოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 03:15 საათზე დაეშვა.
ნოდარ ქუმარიტაშვილს 20 თებერვალს, ბაკურიანში, დაბის მშენებარე ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
ტრაგიკულად დაღუპულ ქართველი სპორტსმენის სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს.