დამასკოს აღმოსავლეთ ნაწილში სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობს. ამბოხებულები ქალაქის ცენტრში შეჭრას ცდილობენ, თუმცა ჯერ ჯერობით უშედეგოდ. ჯერ ჯერობით ბრძოლები დამასკოს განაპირად მდებარე ჯუბარის დასახლებაში მიმდინარეობს. "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით ამ დასახლების უმეტესი ნაწილი ამბოხებულების ხელში იმყოფება.
წინააღმდეგობის კერები ასევე რჩება ქალაქის სამხრეთ განაპირა რაიონებშიც. იქ ბრძოლები უკვე 100 დღეზე მეტია მიმდინარეობს.
დაძაბულია ასევე მდგომარეობა ქალაქ ჰომსის მიმდებარე რაიონებში. ბრძოლები ასევე მიმდინარეობს სამხედრო აეროდრომ მენეგის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ამას გარდა, ბაშარ ასადის მომხრე სამხედროებმა დასავლეთით მდებარე აეროდრომის ნეირაბის ალყა გაარღვიეს და ამჟამად ამბოხებულთა წინააღმდეგობის მოგერიებას ცდილობენ.