ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი სიცოცხლისთვის იბრძვის. ამის შესახებ განცხადება ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გააკეთა. მადუროს თქმით, პრეზიდენტის ჯანმრთელობა არასახარბიელოდ განვითარდა, რადგანაც იგი "სხეულითა და სულით" ქვეყნის საქმებში იყო ჩაფლული.
მადურომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ორი თვის წინ, როდესაც უგო ჩავესს სიმსივნის მოსაცილებლად მეოთხე ოპერაცია გაუკეთეს, გართულება გამოიწვია სასუნთქი გზების ინფექციამ.
იანვარში მისი ავადმყოფობის გამო ვერ ჩატარდა პრეზიდენტის ინაუგურაცია.
ბოლო თვეების განმავლობაში ვენესუელის ოპოზიცია ქვეყნის ხელისუფლებისგან ითხოვს უფრო დეტალურ ინფორმაციას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩავესი ქმედუუნარობის გამო თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ჩავესის გადარჩენისთვის ლოცულობენ.