ბაჩო ახალაია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარს ამბობს - ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ყველა მტკიცებულება აუცილებლად უნდა იყოს განხილული, რადგან, ახალაიას თქმით, ბრალდების მიერ წარმოდგენილი მასალები მის უდანაშაულობას ამტკიცებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ბრალდების ყველა მოწმე, რომელიც პროკურატურას ჰყავს წარმოდგენილი, მის სასარგებლო ჩვენებას მისცემს.
"ამ ხალხს რაც მტკიცებულებები აქვთ, ისევ ჩვენ გამოგვადგება, რომ დავამტკიცოთ ჩემი უდანაშაულობა. ყველა მტკიცებულება უნდა დაუშვათ, თუმცა მე მათ სადაოდ მივიჩნევ. ჩემს ბრალს ამ ადამიანების ჩვენებები არ ამტკიცებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოწმეები რომლებსაც ბრალდება წარმოადგენს, ჩემს სასარგებლოდ მისცემენ ჩვენებას" - განაცხადა ახალაიამ.
მასალის გამოყენების პირობები