ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, წარსულში ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული
ალექსანდრე ბ.დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
სარეალიზაციოდ გამზადებული 23 აბი "სუბუტექსი" ამოიღეს. გამოძიების
ინფორმაციით, ნარტკოტიკული საშუალება მან ბელგიიდან ფარულად შემოიტანა.
როგორც გაირკვა, დაკავებული თითო აბს 500 ლარად ყიდდა.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავების მომენტში
ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება) მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები