პროკურატურამ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 72 საათში უნდა გამოიტანოს.
,,მთავარმა პროკურატურამ უკვე მიმართა სააპელაციო სასამართლოს და გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება", _განაცხადა ჟურნალისტებთან მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა უგულავასთვის ერთ მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილებს შეჩერებასა და ქვეყნიდან გაუსვლელობას ითხოვდა.