,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც ჟურნალისტებთან ბურჯანაძემ განაცხადა გამოძიებას 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
"ობიექტური გამოძიების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ის ადამიანები, ვინც მსგავს ბრძანებებს გასცემდნენ, ცინიკური განცხადებების ხასიათზე ნამდვილად ვეღარ დადგებიან. მე დღეს პროკურატურაში მოვედი როგორც დაზარალებული და როგორც მოწმე, რათა გამოძიებას მივცე ახსნა-განმარტება მომხდართან დაკავშირებით", -განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე პროკურატურაში მოწმის სახით 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს.