საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, მოქალაქე დავით მოწყობილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 57 697 ლარის ღირებულების საქონელი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 241 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები