სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, დიდი ოდენობით ძვირფასი ქვების, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, შემოსვლის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, ავტომანქანის საბარგულში მოწყობილ სამალავში მოთავსებული არადეკლარირებული ოქრო, სომხეთის მოქალაქეს სომხეთიდან,
მეორე შემთხვევაში, ასევე სომხეთიდან, შემომავალმა, სირიის მოქალაქემ, საბაჟო პროცედურების სრული დაცვით ოქროს ნივთების დეკლარირება მოახდინა, თუმცა, საფულეში დაახლოებით 3-დან 4 კარატამდე სიდიდის ძვირფასი ქვა, სავარაუდოდ ბრილიანტი აღმოაჩნდა, რომელიც საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოჰქონდა. ძვირფასი ქვები შემდგომი რეაგირების მიზნით,ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეცა.