27 თებერვალს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე,დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით,შემოსვლის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, არადეკლარირებული ოქრო საქართველოს მოქალაქე ე.მ-ს, თურქეთიდან შემოჰქონდა. ოქროს ღირებულება, სავარაუდოდ 15000 ლარზე მეტს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.