საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს სპეციალისტი ნანა გვაზავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნ. გვაზავამ ერთ-ერთ ინდმეწარმეს, რომელიც გაყინული თევზის შებოლვას და რეალიზაციას ახდენდა, საწარმოში არსებული დარღვევის გამოვლენის შემდეგ, კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 100 ლარი გამოართვა. ის ასევე შეუთანხმდა, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა ინდმეწარმეს მისთვის ყოველთვიურად გადაეხადა.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.