,,გიორგი ღვინიშავილი ის ყოფილი პროკურორია რომლის დროსაც ბუტა რობაქიძის საქმე უძრავად იდო", - განაცხადა ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ბევრი გარემოება გამოიკვეთა.
,,ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით როცა ბევრი გარემოება გამოვიკვლიეთ ამ დროს ვიღაცას გაუჭირდა და გადმოაგდო რაღაც დოკუმენტი, ნახეთ აღმოვაჩინეთ სხვა ვიდეოჩანაწერი, რომელიც სხვაგვარად აშუქებს მასალებს. ამაში ცუდი არაფერი არ არის, ჩვენ ვიდეოჩანაწერს შევისწავლით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ პროცესია საინტერესო რეჟიმი საგულდაგულოდ მალავდა ამ ავადმყოფურ სიტუაციას და ყველაფერს ცდილობდა, რომ საქმე მიჩქმალული ყოფილიყო", -განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ გიორგი ღვინიაშვილი ის ყოფილი პროკურორია, რომლის დროსაც ბუტა რობაქიძის საქმე უძრავად იდო.
,,დღეს, როდესაც ბუტა რობაქიძის საქმესთნ დაკავშირებით მოწმის სახით ბატონ ღვინიაშვილს ვიბარებთ, რომელიც მაშინ ქალაქის პროკურორი იყო და ის არ ცხადდება, თავი რომ დავანებოთ სამართლის ნორმის დარღვევას, თავი რომ დავანებოთ მისი როგორც ყოფილი პროკურორის მოვალეობას, რომ საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს და დაკითხვაზე გამოცხადდეს, უბრალოდ ჩნდება მორალური სახეც. ეს კაცი ის პროკურორი იყო ვის ხელშიც ბუტბა რობაქიძის საქმე უძრავად იდო', -განაცხადა კბილაშვილმა.