საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია პირველი პრეზიდენტის საფლავის ამოთხრით იმუქრება.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია ამ წუთებში მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფება.
"თუ ჩემ შვილს - ცოტნე გამსახურდიას არ გაათავისუფლებენ, ზვიად გამსახურდიას ცხედარს ამოვთხრი და სასჯელაღსრულების სამინისტროსთან მივიტან", - აცხადებს გამსახურდია.
მთაწმინდის პანთეონში მასთან ერთად იმყოფებიან მისი მომხრეებიც.