ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: ხვიჩა ბ, დავით შ, როინ ბ. და გიორგი ჯ. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლივში 12 აგარაკის გაქურდვისათვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ორი მათგანი ერთ-ერთი აგარაკის გაქურდვის დროს,
შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო ორი - ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების შედეგად. ნაქურდალი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი ამოიღებულია და პატრონებს დაუბრუნეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.