,,ტელეიმედის" საქმეში ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე, დავით კეზერაშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ითხოვდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 5 000 ლარიანი გირაო ან აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეფარდებოდა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.