შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე თევზსაჭერი სეინერი "HACI KIBAR"-ი დააკავეს.
აღნიშნული სეინერის კაპიტანს, თურქეთის მოქალაქე MUSTAFA KURU-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად.