შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულების მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო.
პარაკლისის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერთა საფლავი გვირგვინით შეამკეს.