სასჯელაღსრულების #1 დაწესებულება ე.წ. ორთაჭალის ,,კრიტი" დღეს ოფიციალურად დაიხურა. მიზეზი ციხეში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა გახდა.
დახურვის ღონისძიებას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, ასევე სტუმრები პარლამენტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ამ ციხეში პატიმრის ყოფნა მასზე ზეწოლაც რომ არ ყოფილიყო უკვე ადამიანის ღირსების შელახვა იყო და დღეს ეს ციხე საბოლოოდ დაიხურება. აქ 600-ზე მეტი მსჯავრდებული იყო, საიდანაც 300-მდე პატიმარი გადანაწილდა ნახევრად ღია დაწესებულებებში და დანარჩენები ვინც კიდევ დახურული რეჟიმი აქვს მისჯილი უმრავლესობა მათგანი გადავიდნენ რუსთავის #6 ციხეში, ნაწილი გლდანში", -განაცხადა სუბარმა.