მავრიკიის რაიონში გეოლოგებმა ძველი კონტინენტის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ვულკანური აქტივობების შედეგად ოკეანით დაიფარა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური სამეცნიერო ჟურნალები ავრცელებენ.
მავრიტანიაში მიწის ქერქის უჩვეულო სტრუქტურის შესახებ, ანალიზის შედეგად გაირკვა. მისი დიდი მნიშვნელობა მეცნიერებმა იმითაც განსაზღვრეს, რომ ქერქის სისქე ამ რაიონში ჩვეულებრივად 5-10-ს კი არა, 25 კილომეტრს წარმოადგენს.
მიღებული მონაცემების დასადასტურებლად, მეცნიერებმა მავრიკიის რამდენიმე წერტილში ანალიზი ჩაატარეს. ანალიზის შედეგად კი გაირკვა, რომ მავრიკიის ვულკანური წარმონაქმნებისაგან განსხვავებით, რომელთა ასაკი 60-80 მილიონი წელია, მოპოვებული მასალა 600-800 და 2000 მილიონი წლის წინანდელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი მიკროკომპონენტები დედამიწის სხვა ადგილებშიც შეიძლება იყოს.