დღეს, 25 თებერვალს, 14:00 საათზე, შსს-ს პოლიციის აკადემიაში გამართულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ღონისძიებაზე გამოიფინება საინფორმაციო სტენდები ფოტოდოკუმენტური მასალით, რომლებიც ასახავს 1921 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.ასევე წარმოდგენილი იქნება შსს-ს არქივის დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტური ფილმი ,,1921", რომელშიც XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველო და გასაბჭოების პერიოდია ასახული. ფილმში ასევე ნაჩვენებია იუნკერების თავდადებული ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
მინისტრთან ერთად ღონისძიებას შსს-ს არქივის დირექტორი, პოლიციის აკადემიის რექტორი, არქივისა და აკადემიის წარმომადგენლები და იუნკერების შთამომავლები დაესწრებიან.