12-წლის წინ მოკლული ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. როგორც სანაიას ოჯახის წევრები აცხადებენ აუცილებელია პასუხი აგონ მკვლელობის შემკვეთებმა.
,,სასამართლო პროცესები ფალსიფიცირებულად წარიმართა, ამიტომ საჭიროა საქმის ხელახალი გამოძიება. ჩვენ ამისთვის პროკურატურას მივმართავთ და ყველანაირად დავეხმარებით გამოძიებას, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება", -განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი სანაიას ძმამ ვახო სანაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სანაიას მკვლელობისთვის სასჯელს გრიგოლ ხურცილავა იხდის.