სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილ მინისტრის ლადო ვარძელაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ ლადო ვარძელაშვილის სახლში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც დევი სირაძე დაიღუპა, ინციდენტში მონაწილე 3 პირს ბრალი წაუყენეს. ლადო ვარძელაშვილის ბრალად წაუყენეს იარაღის უკანონო შენახვა. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზვიდ ქავთარაძეს გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, ითვალისწინებს 4 წლამდე თაისუფლების აღკვეთას, ვახტანგ ბიჭაშვილს კი ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გასხვისება რაც 5-დან-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამივე მათგანი თავს დამნაშავედ სცნობს და გამოძიებასთან თანამშრომლბის მზადყოფნას გამოთქვამს. ლადო ვარძელაშვილის სახლში უბედური შემთხვევა 22 თებერვალს მოხდა. ვარძელაშვილმა სტუმრებს საკუთარი იარაღის კოლექცია დაათვალიერებინა, რა დროსაც ერთ-ერთს ზვიად ქავთარაძეს "ტე-ტეს" სისტემის პისტოლეტი გაუვარდა და დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.