დედაქალაქის მერის დაკავება არ იგეგმება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გააკეთა. არჩილ კბილაშვილის თქმით, უგულავას დღეს მხოლოდ ბრალდება წარედგინება.
"დღეის მდგომაროებით და განწყობით ჩვენ ეს სურვილი არ გვაქვს, თორემ უკვე გვქონდა უფლება მისი დაკავების. მომავალში ვნახოთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს ადამიანი არ დაემალება გამოძიებას და მოწმეებზე ზეწოლას არ იქონიებს", - განაცხადა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორი ამბობს, რომ დედაქალაქის მერი მზადყოფნას აცხადებს იყოს ქვეყანაში და ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
კბილაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს ბრალი წარედგინება და როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცემა, ამ დოკუმენტაციის გასაჯაროებაც მოხდება.