ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეზოში თბილისის მერის გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე არიან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, საპარლამენტო უმცირესობის წევრები, გიგი უგულავას ოჯახის წევრები.
აქცია გოკა გაბაშვილმა გახსნა.
"ყველას გვესმის, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილმა დაითრიოს ის, რაც არჩევნების შემდეგ ვერ დაითრია. პირველი ოქტომბრის შემდეგ ყველა თვითმმართველობაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ახლა ეს მცდელობაა თბილისში - მთავრობას უნდა ჩაიგდოს თბილისის თვითმმართველობა ხელში და ოპოზიცია მთლიანად გაანადგუროს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს საშუალება გიგი უგულავა თბილისის მმართველობას ჩამოაშოროს.