თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ჭედია მოდულის შენობაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფება. როგორც დაკითხვის დაწყებამდე ჭედიამ ჟურნალისტებთან განაცხადა მისი დაკითხვა ვახუშტისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას უკავშირდება.
,,დაბარებული ვარ, მოქალაქე გელა ბარკალაის საჩივართან დაკავშირებით, ეს არის ,,მათე მოტორსის" ხელმძღვანელი. ვითომ ქონების მართვის სააგენტომ იძულებით ჩამოვართვით 1600 კვ.მ, მაგრამ ეს სრული აბსურდია, რადგან მას 1600 კვ.მ ნაცვლად გადავეცით 8000 კვ.მ, აღმაშენებლის ხეივანში და საზოგადოებას თვალსაჩინოდ შეუძლია ნახოს რა ცენტი ჰქონდა და დღეს რა ცენტრი ააშენა", - განაცხადა ჭედიამ, რომელიც მის დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.