დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში მოწმის სახით თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია დაიბარეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საქმე ეხება მარშალ გელოვანის გამზირზე ყოფილი „მათე მოტორსის" მფლობელის საჩივარს, თითქოს ქონების მართვის სააგენტომ მოქალაქეს უკანონოდ ჩამოართვა მიწის ნაკვეთი.
"რეალურად მფლობელს მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული 1600 კვ.მეტრი მიწის ფართობი, ადგილმონაცვლეობის პრონციპით გადაეცვალა დავით აღმაშნებლის ხეივანში 8000 კვ.მეტრ მიწაზე, რაზეც მან თანხმობა განაცხადადა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოსალონი ააშენა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. შესაბამისად აღნიშნულ საკითხზე დავით ჭედიას მოწმის სახით დაკითხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე ზეწოლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები