22 თებერვალს,სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის, ოქროს ნაკეთობების, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადმოტანის, 2 ფაქტი გამოვლინდა. ორივე შემთხვევაში, არადეკლარირებული ოქრო სომხეთიდან შემოდიოდა. კერძოდ, რუსეთის მოქალაქის, ა.პ-ს მიერ შემოტანილი საქონლის ღირებულებამ , ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 29691,9 ლარი, ხოლო სომხეთის მოქალაქის კ.დ-ს მიერ შემოტანილი ოქროს ღირებულებამ 21512 ლარი შეადგინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი რეგირების მიზნით, საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.