თბილისში, ნუცუბიძის 19 ნომერში მკვლელობა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილ მინისტრის ლადო ვარძელაშვილის სახლში მოხდა. მოკლული 45 წლის დევი სირაძეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 03:00 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარძელაშვილი სახლში მისი მეგობრები დევი სირაძის საბერძნეთიდან დაბრუნებას აღნიშნავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს იარაღი შემთხვევით გაუვარდა. როგორც მეზობლები განმარტავენ დაჭრილმა ეზომდე ჩამოსვლა მოხერხა, თუმცა იგი ეზოში გარდაიცვალა.