მოსკოვის პოლიციამ სერიული მკვლელი დააკავა, რომელიც სამოდელო ბიზნესში ჩართული გოგონების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებული 42 წლის თბილისში დაბადებული ე.წ. შთამომავლობითი მაგი გიორგი მარტიროსიანია.
მარტიროსიანი გოგონებს მათ ხელთ არსებული თანხის "დადებითი ენერგიით დამუხტვას" სთავაზობდა და მათთვის ჰეროინის სასიკვდილო დოზა შეჰყავდა.
სამართალდამცავთა განცხადებით, მან სულ მცირე ოთხი ქალი გამოასალმა სიცოცხლეს. მარტიროსიანი მსხვერპლს ძარცვავდა.
მათივე ინფორმაციით, მარტიროსიანის გოგონები თავად ეპატიჟებოდნენ სახლში.