გუგუთისა და ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, სომხეთიდან,საქართველოში, ოქროს ნაკეთობების სამართალდარღვევის გზით შემოტანის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთიდან ტრანზიტად მიმავალმა, სომხეთის მოქალაქე,ქ. გ-მ, ს.გ.პ გუგუთის გავლით, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ქვეყანაში ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა. შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, აღურიცხავი საქონელი დაკავებულია. კიდევ ერთი ფაქტი ს.გ.პ. ნინოწმიდაში დაფიქსირდა. სომხეთიდან ოქროს ნაკეთობების შემოტანა სომხეთის მოქალაქე მ.შ-მ სცადა.
ოქროს ნაკეთობების ღირებულების დადგენის მიზნით, ნინოწმინდასა და გუგუთში გამოვლენილი არადეკლარირებული საქონელი გაგზავნილია ს.გ.პ. აეროპორტის ექსპერტიზის განყოფილებაში.