"გამოჩნდა ხალხი ვინც ამბობს ვინ მიიტანა მკვლელობის ადგილზე ტყვია და იარაღი", -განაცხადა ,,პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ.
,,გუშინ მივიღე ინფორმაცია, რომელსაც გამოძიების დასრულებამდე ვერ ვიტყვი. უკვე ხალხი გამოჩნდა ვინც იძახის ვინ მიიტანა იარაღი და ტყვიები. ჯერჯერობით ამ ხალხის სახელსა და გვარებს ვერ ვიტყვი", -განაცხადა სოსო რობაქიძემ და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინდელ შს მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობა იკვეთება.
,,იკვეთება იმ დროინდელი შს მინისტრის პასუხისმგებლობა, რადგან მომხდარის შემდეგ ოქრუაშვილი კიდევ ათი დღე იყო შს მინისტრი", -განაცხადა რობაქიძემ და აღნიშნა, რომ ოქრუაშვილმა ფაქტები გააყალბა.