თებერვლის ბოლოდან ,,უნივერსალურ ჯანდაცვის" პროგრამა ამოქმედდება _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
"თებერვლის ბოლოდან ქართული ჯანდაცვის სისტემა გადავა უნივერსალურ ჯანდაცვაზე გადავა, რაც გულისხმობს მოსახლეობის 100% სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას. ბიუჯეტში ეს თანხა უკვე თებერვლის დასაწყისში იყო გათვალისწინებული ", -განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ პროექტი ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ეტაპზე არანაირი სადაზღვევო პაკეტით არ სარგებლობენ. როგორც სერგეენკომ განმარტა საუბარია ორ მილიონ ადამიანზე.
მინისტრის განმარტებით, უკვე პირველი აპრილიდან გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება 100-დან 125 ლარამდე.