შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კოლაგში გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებს სამინისტროში შეხვდა.
შსს-ს ინფორმაცით, შეხვედრის დროს, მინისტრმა ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და მათ გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ვერსიებიც მოისმინა.