რუსმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ და მათმა უცხოელმა კოლეგებმაც ჩელიაბინკის მეტეორი მანამდე ვერ შენიშნეს, ვიდრე ის ატმოსფეროში არ შემოვიდა.
„ვერანაირმა სისტემამ ატმოსფეროში შემოსვლამდე ვერ დააფიქსირა ეს სხეული, ვერ რუსულმა, ვერც ამერიკულმა, ვერც ოპტიკურმა - რადგან მეტეორი მზის მხრიდან მოფრინავდა", - განაცხადა რუსეთის ასტრონომიის ინსტიტუტის დირექტორმა, ბორის შუსტოვმა, ეკონომიკის სკოლაში გამოსვლისას.
ვიდრე მეცნიერები კვლევებით არიან დაკავებულნი, ჩებარკულის ხელისუფლება, სადაც ჩამოვარდა მეტეორი, კვლავ ამის შედეგად გამოწვეული მოვლენების აღმოფხვრას ცდილობს. პატარა, საშუალოსტატისტიკური ქალაქი კი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ადგილობრივი ჩინოვნიკები იმასაც ფიქრობენ, რომ ამ მოვლენით ხეირი ნახონ და ქალაქი ტურისტულ ცენტრად აქციონ. ტუროპერატორები უკვე იუწყებიან ტურისტებზე, რომლებსაც რეგიონის მონახულება სურთ. ამ ადგილით განსაკუთრებით იაპონელები დაინტერესდნენ.
ქუჩებში უკვე „კოსმოსური ვაჭრობაც" გაჩაღდა: მეტეროტის ნამსხვრევებს ადგილობრივები სტუმრებს სთავაზობენ.
ამასობაში კი, მეცნიერები იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან დედამიწა სამომავლოდ მსგავსი ინციდენტებისაგან.