სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად 11 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ამნისტირებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფი 1 234 პირობით მსჯავრდებული. მათ შორის: პირობითი მსჯავრი მოეხსნა - 737 პირობით მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრი გაუნახევრდა - 111 პირობით მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრი შეუმცირდა - 386 პირობით მსჯავრდებულს.
ამნისტირებულ 1 234 პირობით მსჯავრდებულს შორის 1 148 მამრობითი (არასრულწლოვანი - 9, სრულწლოვანი - 1 115, ხანდაზმული - 24) და 86 მდედრობითი (არასრულწლოვანი - 1, სრულწლოვანი - 80, ხანდაზმული - 5) სქესის იყო.