სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად 2013 წლის 8 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ამნისტირებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული 2 306 პირი (ბრალდებული/მსჯავრდებული). მათ შორის: დაწესებულებებიდან გათავისუფლდა - 844 ბრალდებული/მსჯავრდებული, საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა - 135 მსჯავრდებულს, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა - 1 327 მსჯავრდებულს.
ამნისტირებულ 2 306 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის 2 250 მამრობითი (არასრულწლოვანი - 13, სრულწლოვანი - 2 160, ხანდაზმული - 77) და 56 მდედრობითი (სრულწლოვანი - 55, ხანდაზმული - 1) სქესის იყო.
მასალის გამოყენების პირობები