შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის საზღვაო რაიონში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (იმყოფებოდა ნაოსნობისათვის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონში), საქართველოს დროშით მცურავი სეინერი "TRABZON SU URUNLERI 1" დააკავეს.
აღნიშნული სეინერის კაპიტნის, თურქეთის მოქალაქე MEMED ERKANI-ს მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები