შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კოლაგში გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრის დროს, მინისტრმა ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და მათ გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ვერსიებიც მოისმინა.