ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა პროკურატურაში დღეს დაიკითხება. ირაკლი ფირცხალავას საგამოძიებო უწყებაში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით მოუწევს პასუხების გაცემა.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო-მასალა ჟურნალისტებსა და სამართალდამცველებს გუშინ მიაწოდა, რის შემდეგაც მისი დაკითხვა გადაწყდა.
ირაკლი ფირცხალავამ ვიდეო მასალა დამოუკიდებლად მოიპოვა, თუმცა მასალა სამართალდამცველებისთვის გადაცემამდე ის ჟურნალისტებს მიაწოდა. ვიდეო-მასალა ,,რუსთავი-2"-მა გაავრცელა. რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გავრცელებული კადრები სრული ვერსია არ იყო, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა.
ჩანაწერში კარგად ჩანს, რა მოხდა დიდუბეში 2004 წელს გიორგობის ღამეს, და რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა. ვიდეო-კადრებში ჩანს, რომ ავტომობილში ნამდვილად იდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი. როგორც პროკურატურაში განმარტავენ პირველ ეტაპზე უნდა დადგინეს ვიდეომასალის ავთენტურობა