სოციალურად დაუცველები გვიან ღამემდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მოითხოვდნენ.
ბენეფიციარების განცხადებით, ისინი აქციას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათ ნორმალური საცხოვრებელი ფართებით არ დააკმაყოფილებენ.
მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვიან.
პროტესტის ნიშნად, ერთ-ერთმა სოციალურად დაუცველმა, პირი ამოიკერა.