სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, 20 თებერვალს, თბილისის ზოგიერთ უბანს. ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. სს "თელასის" ინფორემაციით, 10-დან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, მოსულიშვილის, ხიზანიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან 12 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.12-დან 14 საათამდე - კეკელიძის და ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11-დან 12 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: ასპინძის, ლამის, პისარევის, არსენალის, ძეგამის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
12-დან 13 საათამდე აღმაშენებლის გამზირის და კვინიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12-დან 18 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: ახალუბნის, ფშავის, კვალეთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.