,,ცხრა წელი ვიყავი მკვლელი და დღევანდელი დღე ჩემთვის საოცრება იყო", -განაცხადა ჟურნალისტებთან შსს ყოფილმა პრესსამსახურის უფროსმა გურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ რობაქიძის საქმეს ფარდა აეხსნა.
"ამ წლების განმავლობაში გარკვეულმა ჯგუფებმა ეს თემა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაზრდილიყო აღნიშნული ვიდეომასალა გადაამონტაჟეს ისე როგორც მათ უნდოდათ და ბოლოს იმდენიც იკადრეს, რომ მასალა ინტერშუმიანი გაავრცელეს", - განაცხადა გურამ დონაძემ, რომელმაც ვიდეო-მასალის ამ ფორმით გავრცელებაში ვახტანგ კომახიძე დაადანაშაულა.
,,ვახო კომახიძემ გაავრცელა მსგავსი სიყალბე, რამაც საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, რაც დღეს მე ვნახე ჩემთვის იყო საოცრება, საოცრება იყო დღევანდელი დღე. ცხრა წელი ვიყავი მკვლელი. რომელიმე ჩადექით ჩემს მდგომარეობაში და ითმინეთ ეს. არასოდეს ბუტა რობაქიძის ოჯახისთვის პასუხი არ გამიცია. დამ ოჯახისთვის არასოდეს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სიბინძურე გაავრცელეს გაზეთით, პრესით, ტელევიზიითა და რითიც უნდოდათ. უბრალოდ, პასუხს არ ვცემდი იმიტომ, რომ შევდიოდი მათ მდგომარეობაში და მესმოდა მათი ოჯახის ტრაგედია, რომ მათი ერთადერთი შვილი დაეღუპათ არაფრის გამო", -განაცხადა გურამ დონაძემ და აღნიშნა, რომ ის დღეიდან მკვლელი აღარ არის, რადგან ბუტა რობაქიძის საქმეს ფარდა აეხსნა.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო-მასალა ჟურნალისტებსა და სამართალდამცველებს მიაწოდა დღეს მიაწოდა, რომელიც პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს.
ირაკლი ფირცხალავამ ვიდეო მასალა დამოუკიდებლად მოიპოვა, თუმცა სამართალდამცველებისთვის გადაცემამდე ის ჟურნალისტებს მიაწოდა. ვიდეო-მასალა ,,რუსთავი-2"-მა გაავრცელა. რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გავრცელებული კადრები სრული ვერსია არ არის, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა.
ჩანაწერში კარგად ჩანს, რა მოხდა დიდუბეში 2004 წელს გიორგობის ღამეს, და რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა. ვიდეო-კადრებში ჩანს, რომ ავტომობილში იდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი.